საქართველო ახალგაზრდებისგან იცლება. წასვლის მიზეზებში ქვეყნის განვითარების არასწორი ტრაექტორიის გარდა უმუშევრობა და დაბალანაზღაურებადი სამუშაოა. აღმოჩნდა რომ IT სფერო საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად პროგრესირებად და შემოსავლიან სექტორად გადაიქცა. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში მოულოდნელი არ იყო, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები ყველა კუთხით მოწინავე პოზიციებს დაიკავებდა. თუმცა, როგორც ყოველთვის ქართული ოცნების მთავრობამ ეს მოსალოდნელი შედეგი ვერ ან არ გათვალა, რის გამოც მათ მიერ დაპირებული საქართველოს IT ჰაბი, რუსებისა და ბელორუსების ჰაბად გადაიქცა. ჩვენს ქვეყანაში წელს რუსების მიერ რეკორდული რაოდენობის ახალი კომპანია დარეგისტრირდა. ამ კომპანიების ჩამონათვალში უხვად შევხვდებით კომპიუტერულ სერვისებზე მომუშავე სააგენტოებს, რომლებიც ალბათ არც არავინ იცის კონკრეტულად რას და ვისთვის საქმიანობენ. ამის პარალელურად საქართველოს ქართველი ახალგაზრდები სწრაფი ტემპით ტოვებენ. რა პერსპექტივა აქვთ ჩვენს ქვეყანაში IT მიმართულებით განვითარების ქართველ ახალგაზრდებს და რა რისკებთანაა დაკავშირებული საქართველოდან რუსების და ბელარუსების მიერ კომპიუტერული მომსახურების გაწევა. ვრცლად სტატისტიკა და თემის ანალიზი დროებაში.
"ტვინების" გადინება - დროება
30 ივლ 202320:00
3 წუთის საკითხავი